სიახლეები

მარნეულში ახალი სკვერის მოწყობა დაიწყო

22 ივლ, 2016

დღეს, 22 ივლისს ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩის №71/73-ში, ახლადაშენებული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე  ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით  ახალი სკვერის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო.  

ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მუნიციპალიტეტში სკვერის მოწყობის გადაწყვეტილება, დასასვენებელი და ახალგაზრდებისთვის გასართობი სივრცის არ არსებობის გამო მიიღო.დასაწყისისთვის, მოხდა ტერიტორიის ათვისება და გასუფთავება. შეგახსენებთ, რომ  მოხდება ტერიტორიის მაქსიმალურად გამწვანება ბალახითა და ბუჩქოვანი ხე-მცენარეებით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მიწისქვეშა სარწყავი სისტემა. რაც შეეხება სკამებს, სკვერში სკამების განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილები, ისეა შეჭრილი მწვანე ზოლში, რომ დამსვენებლისათვის/მკითხველისათვის შეიქმნება მაქსიმალურად იზოლირებული და მყუდრო გარემო.აღნიშნულ საპროექტო ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია, მცირე ზომის ერთ სართულიანი კაფის მშენებლობა ტერასით, რომელიც გათვლილია მხოლოდ მზა პროდუქციისა და უალკოჰოლო სასმელის რეალიზაციისათვის.ყველაზე სასიამოვნო სიახლე კი მძღოლებისთვის არსებული ბიბლიოთეკის შენობის უკანა ტერიტორიაზე გათვალისწინებული ახალი ავტოსადგომია, რომელიც ასფალტობეტონის საფარით მოეწყობა.ამასთან, ურბანული თვალსაზრისით, სკვერის ტერიტორიის მთლიან ნაწილზე დამონტაჟდება გარე განათების ბოძები, დაიდგმება სანაგვე ურნები, მოეწყობა ე.წ. სასმელი წყლის სოკო და მოხდება უკვე არსებული საპირფარეშოს მცირე ნაგებობების დემონტაჟი; რომელთა ნაცვლად დაპროექტებულია მცირე ზომის ობიექტი, რომელიც შეასრულებს საზოგადოებრივი საპირფარეშოს ფუნქციას. ახალი დასასვენებელი სივრცე ხელს შეუწყობს მარნეულის სოციალური და ეკოლოგიური ფუნქციების გაძლიერებას. ფართომასშტაბიანი თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად, ადგილობრივ ბიუჯეტში 280 000 ლარია გათვალისწინებული. 

სხვა სიახლეები