მარნეულში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მოეწყო
დღეს, 22 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დიდ საკონფერენციო დარბაზში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ადგილობრივი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელებმა ქვემო ქართლის რეგიონში, აღნიშნული სამოქმედო გეგმის მიღწევებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს; დამსწრე საზოგადოებას ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა და აპარატის მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნეს. საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელძღვანელ პირებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები თეიმურაზ ბერიძე და ქამანდარ ისმაილოვი ესწრებოდნენ.აღსანიშნავია, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ განხორციელება 2015 წლის 17 აგვისტოდან დაიწყო, რომლის მიზანიც მოქალაქეების თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობაა სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში.