ერთად ვებრძოლოთ ძალადობას
3 ივლისს მარნეულის #5 და #8 საჯარო სკოლებმა განახორციელეს პროექტი ,,ერთად ვებრძოლოთ ძალადობას’’ -
პროექტი შემუშავებული იქნა მოსწავლეთა ფორუმზე, რომელიც ჩატარდა 2013 წლის 25 აპრილს PH international-ის ინიციატივით ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოდთა გადამზადების’’ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის სიქას საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის მიერ.პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოაწყვეს თემასთან დაკავშირებული ფლეშმობი. პროექტის მონაწილეებმა ირგვლივმყოფი ბავშვებიც ჩართეს ამ ღონისძიებაში. შემდეგ ქალბატონმა ლეილა ნამაზოვამ ჩაატარა ტრენინგი ძალადობის თემაზე. გაიმართა დისკუსია, რამაც ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. ბავშვებმა წარმოადგინეს თეატრალური წარმოდგენები. ბოლოს ბავშვებმა ქუჩებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები. პროექტის განხორციელებაში მოსწავლეებს ფინანსური დახმარება გაუწია მარნეულის მუნიციპალიტეტმა. მათი დახმარებით დაიბეჭდა ბუკლეტები.თანადგომისა და დახმარებისათვის მარნეულის #5 და #8 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები მადლობას უხდიან ადგილობრივ ხელისუფლებას და მომავალშიც გეგმავენ თნამშრომლობას.