სიახლეები

ქობულეთის ქუჩაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

27 ივლ, 2016

ქალაქ მარნეულში, ქობულეთის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე ალგეთზე, მიმდინარეობს ნაპირსამაგრის გამაგრება მავთულბეტონის გაბიონით, რომლის საპროექტო სიგრძე 81 მეტრია.

ქალაქ მარნეულში, ქობულეთის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე ალგეთზე, მიმდინარეობს ნაპირსამაგრის გამაგრება მავთულბეტონის გაბიონით, რომლის საპროექტო სიგრძე 81 მეტრია.

ვინაიდან, ქობულეთის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე ალგეთის მარჯვენა სანაპირო ირეცხებოდა, რის შედეგადაც სანაპირო ფერდობი იშლებოდა, ფერობის ჩამოშლა კი გამოიწვევდა უშუალოდ მიმდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად დაიგეგმა ნაპირსამაგრი სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოების პროცესში 8 ადამიანია დასაქმებული, აქედან 6 ადგილობრივია. 
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი 2016 წლის ივნისის ბოლოს დაიწყო და აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.
აღნიშნული პროექტისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 64,844 ლარია გამოყოფილი.

სხვა სიახლეები