მარნეულში სპორტული მოედნების მოწყობა/რეაბილიტაცია გრძელდება
ქალაქ მარნეულში, სპორტული მოედნების მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის კეთილმოწყობის სამუშაოები ქალაქ მარნეულში ჯანდარის დასახლებაში, გამსახურდიას ქუჩაზე და N1 სამხედრო დასახლებაში მდებარე სპორტულ მოედნებზე მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია - ტერიტორიის დასუფთავება/მომზადება სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად, ხელოვნური საფარის მოწყობა და მოედნების შემოღობვა ლითონის კონსტრუქციებით, რომელიც შემდგომ ანტიკოროზიული ზეთის საღებავით შეიღებება. ლითონის კონსტრუქციით აგრეთვე, მოეწყობა მაყურებელთა ტრიბუნები.
გარდა ამისა, გათვალისიწინებულია მეტალოპლასტმასის მაღალი ხარისხის კალათბურთის ფარების, მინი ფეხბურთის კარების და ფრენბურთის ბადეების შეძენა/მონტაჟი.
აღსანიშნავია, რომ მოედნების მოსარგებლეებს სპორტული მოედნებით და სავარჯიშოებით სარგებლობა არამარტო დღის საათებში, არამედ ღამის საათებშიც შეეძლებათ, რადგან დაგეგმილია გარე განათების პროჟექტორების მოწყობა.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ივნისის შუა რიცხვებში დაწყო და სექტემბერს დასრულდება, რომელთა საერთო ღირებულება 171 690 ლარს შეადგენს.
პროექტის დაფინანსება, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება.