გამგეობაში სამუშაო თათბირი გაიმართა
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტრადიციული თათბირი გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა სამსახურის უფროსებთან ერთად, გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში ესწრებოდნენ.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტრადიციული თათბირი გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა სამსახურის უფროსებთან ერთად, გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში ესწრებოდნენ.
სამუშაო თათბირზე, გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
გამგებელმა, სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროეტებზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან დეტალურად გამოიკითხა ინფორმაცია და განაცხადა, რომ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწყებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გრაფიკი და ხარისხი.
სამუშაო თათბირზე, მუნიციპალიტეტში გარე განათებების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ლედ ნათურების (ეკო ნათურების) მონტაჟის საკითხზეც ისაუბრეს. როგორც გამგებელმა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში განმარტა, ეს არის მნიშვნელოვანი საპილოტე პროექტი, რომლის დანერგვაც მუნიციპალიტეტში, ენერგოდანახარჯებს მაქსიმალურად შეამცირებს უკეთესი ხარისხის განათების ხარჯზე და ამავდროულად სისტემის მართვა გაცილებით მოქნილი მეთოდით მოხდება.
უფრო კონკრეტულად კი თათბირზე განსახილველ პრობლემურ საკითხებს, ამ ეტაპისთვის ცალკეულ სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის შეფერხებით მიწოდება, გზების მოხრეშვის აუცილებლობა, გაზიფიცირება და ცალკეულ უბნებში ავარიული გარე განათებების ბოძების გამოცვლა/რეაბილიტაცია წარმოადგენდა.
როგორც გამგებელმა განმარტა, თათბირზე დასმული თითოეული პრობლემური საკითხი, განხილული იქნება შესაბამის ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან, რომელთა ჩართულობითაც დაიგეგმება პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებები.