8 წელი აგვისტოს ომიდან
დღეს, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომიდან 8 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული მარნეულელი ჯარისკაცების მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ჯარისკაცების მემორიალთან, გარდაცვლილი მეომრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ილია ჭიღლაძემ აღავლინა. ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად, კულტურის სახლის ორგანიზებით, მცირე ღონისძიებაც გაიმართება, რომელსაც მარნეულის ტერიტორიაზე მდებარე საავიაციო სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები, ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
რუსეთ– საქართველოს ომში თავდადებით იბრძოდნენ მარნეულიდან წასული ჯარისკაცები და მოხალისეები. სამწუხაროდ ამ ბრძოლას ოთხი მარნეულელი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ეს ადამიანები არიან:
1. ზაზა ბოჭოიძე.
2. გიორგი ტატუაშვილი.
3. რომან ზოიძე.
4. გია რომელაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე, ომში დაღუპული გმირის ზაზა ბოჭოიძის ვაჟები – გიორგი და საბა ბოჭოიძეები, სამშობლოს დაღუპულთა „ხსოვნის მემორიალთან“, ჯარისკაცის სამოსში გამოწყობილები, საპატიო ყარაულში იდგნენ. მათ, მამის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექსებიც წაიკითხეს.
აგვისტოს ომის 8 წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით, 500– 500 ლარის ოდენობით თანხა გადასცა.
თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ფულადი დახმარება აფხაზეთთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებსაც გადაეცემათ.