მარნეულის მუნიციპალიტეტში, გარე განათების მართვისა და ეკონომ სისტემების დანერგვა ხორციელდება
აღნიშნული სიახლის დანერგვა, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტში გარე განათების სერვისის სწრაფი გაუმჯობესება და ელექტროენერგიის დაზოგვა.
აღნიშნული სიახლის დანერგვა, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტში გარე განათების სერვისის სწრაფი გაუმჯობესება და ელექტროენერგიის დაზოგვა.
გარე განათების ახალი სისტემის მონტაჟი ამ ეტაპისთვის, საპილოტედ, ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დისტანციური მართვის სისტემაში ამ დროისთვის ჩართულია ორი ობიექტი.
გარე განათებისა და კონტროლის ეკონომ სისტემის (სადისპეჩერო) პუნქტი გამგეობის შენობაში დამონტაჟდა, რომელიც სისტემაში ჩართულ ობიექტებს დისტანციურ კონტროლს, უწევს.
სადისპეჩეროდან სტანდარტული კომპიუტერული მოწყობილობით, მარტივადაა შესაძლებელი განათების ჩართვა-გამორთვა, ინფორმაციის დამუშავება, შენახვა, ავარიული სიტუაციების და ქსელის პარამეტრების კონტროლი. ასევე ავტომატური სადისპეჩერო ინტერფეისი ახდენს მთელი განათების სისტემის მონიტორინგს, ატყობინებს მომსახურე პერსონალს ავარიულ სიტუაციას.
გარდა დისტანციური ეკონომსისტემის მონტაჟისა, დაგეგმილია არსებული ძველი ნათურების ენერგოდამზოგი ნათურებით შეცვლაც, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ელექტროენერგიის ეკონომიურ მოხმარებას და ხარისხის გაუმჯობესებას.
პროექტი საპილოტეა და სექტემბრიდან იგეგმება მუნიციპალიტეტის მასშტაბით გავრცელება.