„დებედა ჰესი“–ს მონახულება
20 აგვისტოს, 4 მლნ 150 ათასი დოლარის ინვესტიცია ქვემო ქართლში „დებედა ჰესი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და კომპანია „ჰიდროლეას“ მმართველმა პარტნიორმა რადოსლავ დუდოლენსკიმ, მარნეულის მუნიციპალიტეტის დამია–გეურახის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ კიროვკაში მდებარე ახლადაშენებული ჰიდროელექტროსადგური „დებედა“ დაათვალიერეს.

„დებედაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 3,1 მგვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება 14 მლნ კილოვატ საათი. ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის კომპანია „ჰიდროლეამ“ 4,15 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ჰესის მშენებლობა 2015 წელს აპრილში დაიწყო და 2015 წელს დეკემბერში დასრულდა. „დებედას“ ჰიდროელექტროსადგური რამოდენიმე ძირითადი კვანძისგან შედგება, მათ შორის: წყალმიმღები, სადაწნეო აუზი, 1650 მეტრიანი სადაწნეო მილსადენი, 35 კვ-იანი დახურული განამაწილებელი ქვესადგური და წყალგამყვანი არხი. მშენებლობის პერიოდში დასაქმებული იყო 90 ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა ქვემო–ქართლის რეგიონიდან. ექსპლუატაციის პერიოდში ჰიდროელქტროსადგურში მუდმივად 12 თანამშრომელია დასაქმებული. ელექტროსადგურში დამონტაჟებულია თანამედროვე ინფორმაციის გადაცემისა და მართვის სისტემა SCADA, რომელიც შესაძლებელს ხდის ყველა ოპერაციამ იწარმოოს ავტომატიზირებისა და კომპიუტერული მართვის რეჟიმში.