კომპანია ,,კარტლისმა“ ,,პიონერის“ სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის რეკორდული რაოდენობის მოსავალი აიღო მარნეულში
მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში, აგრალურ სექტორში წამყვანმა კომპანიამ ,,კარტლისმა“, იტალიური წარმოების ,,პიონერის“ სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა.
ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ ,,მინდვრის დღეზე“, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. RP22R58 ჯიშის ხორბალი კომპანია ,,კარტლისს” დათესილი ჰქონდა მარნეულის სოფელ ბაიდარში- 55ჰექტარზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ხორბლის მოსავალი ძალიან მაღალია. ყანები ,,კარტლისის“ ტექნოლოგიითაა მოვლილი. ეს ახალი ჯიში, ჩვენთან იტალიიდან შემოდის და იტალიური წარმოებისაა. ამ ჯიშს აქვს მოსავლიანობის ძალიან მაღალი პოტენციალი და შესაბამისი მოვლის პირობებში შეუძლია მოგვცეს 1ჰექტარზე 7-9 ტონა ხორბალი. კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, აღნიშნული ჯიშის ხორბალი, წარმატებული საცდელი თესვის შედეგების მიღების შემდეგ ახლა უკვე ,,კარტლისთან“ ერთად ფერმერებმა ბოლნისის, მარნეულის, გორის, დმანისის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში სულ 1000ჰექტრამდე ტერიტორიაზე დათესეს.