სიახლეები

სოფელი კირიხლო გაზიფიცირდა

03 სექ, 2016

დღეს, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ კირიხლოში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.

11 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობის შედეგად ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა სოფელში მცხოვრებ 259 ოჯახს.ქვემო ქართლში „სოკარ ჯორჯია გაზს“ აშენებული აქვს 1,027 კმ-იანი სიგრძის გაზსადენი და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს 26 ათას 837 აბონენტს. ამასთან, ქვემო ქართლში, ბუნებრივ აირს უკვე მოიხმარს 100 ათასი ოჯახი. {AG}AKHALI.AMBEBI/2016.09.03-sofeli.kirikhlo.gazificirda{/AG}

სხვა სიახლეები