სიახლეები

დისკუსია თემაზე: „მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე“

10 სექ, 2016

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაესწრო სემინარს თემაზე – „მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე“.

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაესწრო სემინარს თემაზე – „მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე“.

ღონისძიების მიზანი იყო ქვემო ქართლის რეგიონში ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის პროცესის და მისგან მომდინარე შესაძლებლობების, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და უვიზო მიმოსვლის შესახებ. დისკუსიის ძირითადი მომხსენებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა იყო, რომელმაც ისაუბრა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებისა და წესების, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების, რეგიონებისთვის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლებლობების შესახებ. 
დისკუსიას, რომლის ორგანიზებას მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უწევდა, მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა და სხვა დაინტერესებული პირებმა.

სხვა სიახლეები