სოფელ ყიზილაჯლოს ადრეული ჩარევის ცენტრში სწავლა დაიწყო
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, გამგეობისა და საკრებულოს წევრებთან ერთად სოფელ ყიზილაჯლოში ადრეული ჩარევის ცენტრს ეწვივნენ, სადაც ბენეფიციარებს, მშობლებსა ცენტრში მომუშავე პერსონალს შეხვდნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, გამგეობისა და საკრებულოს წევრებთან ერთად სოფელ ყიზილაჯლოში ადრეული ჩარევის ცენტრს ეწვივნენ, სადაც ბენეფიციარებს, მშობლებსა ცენტრში მომუშავე პერსონალს შეხვდნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, ცენტრის აღსაზრდელებს საჩუქრად შემოქმედებითი განვითარებისთვის საჭირო ნივთები გადასცეს და წარმატება უსურვეს. ცენტრში სტუმრობისას, გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ბენეფიციარების მშობლებსაც შეხვდნენ, სადაც სიღრმისეულად გაეცვნენ ამ ეტაპისთვის, მათ წინაშე არსებულ პრობლებებსა და საჭიროებებს. ასევე იმსჯელეს ცენტრის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.
გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ცენტრის გამართული ფუნქციონირებისთვის, მათი მხრიდან მხარდაჭერის მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს და მუნიციპალიტეტის კომპეტენიის ფარგლებში პრობლემების მყისიერ მოგვარებას დაჰპირდნენ. შეგახსენებთ, რომ 2016 წლისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოჰყო 65 000 ათასი ლარი. 2017 წლისთვის კვლავ იგეგმება ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა, რომლის რაოდენობაც განისაზღვრება ცენტრის ბენეფიციართა რაოდენობის მიხედვით.
ყიზილაჯლოს „ადრეული ჩარევის ცენტრი“ 2015 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს, სადაც ამჟამად 25 ბენეფიციარი სწავლობს, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან დადიან (თაზაქენდი, აღმამედლო, ულაშლო, ქურთლიარი, ყიზილაჯლო და მარნეული). ცენტრში დასაქმებულია 11 ადამიანი, აქედან კი 7 ადგილობრივი კადრია. ყიზილაჯლოში სენსორული პრობლემების მქონე ბავშვთა ადრეული ჩარევის ცენტრი ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ინიციატივით გაიხსნა.