შეხვედრა სტუდენტებთან
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, „თვითმმართველობის სკოლის“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეხვდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, „თვითმმართველობის სკოლის“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში განხორციელებული და დაგეგმილი სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები შეაფასეს და თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა სტაჟირების გავლა ადგილობრივ თვითმმართველობაში.
შეხვედრაზე მყოფ ყველა სტუდენტს საშუალება ჰქონდა დაესვა მისთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
„მზად ვარ მხარი დავუჭური თქვენი მხრიდან წამოსულ ჯანსაღ ინიციატივებს და ხელი შევუწყო თქვენს პროფესიულ ზრდას. ასევე, მზად ვარ მუნიციპალიტეტის კარი გავაღო სტაჟირებისთვის, რათა თქვენ გქონდეთ საშუალება, გაეცნოთ თუ როგორ მუშაობს თვითთმაართველობა და მიღებული ცოდნა გამოიყენოთ პრაქტიკაში.“– განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრისას მერაბ თოფჩიშვილმა
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისათვის სტაჟირების გავლა „თვითმმართველობის სკოლის“ წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის რეგიონულმა ორგანიზაციამ „მწვანე კავკასია“, „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან“ პარტნიორობით, საჯარო სამსახურში მუშაობის მსურველი ახალგაზრდებისათვის, განახორციელა პროექტი „თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისათვის.
„თვითმმართველობის სკოლის“ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 60-მა სტუდენტმა, რომელთაგან 50 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. წარმატებული მსმენელები გაივლიან პრაქტიკებს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში.
პროექტით გათვალისწინებული ტრენინგ-კურსის სასწავლო პროგრამა მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის სავალდებულო ნორმატიული აქტების შესწავლას, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, მიიღონ საჯარო მოხელის გამოცდის ჩაბარებისათვის საჭირო ცოდნა.
სპეციალურად ამ სასწავლო კურსისათვის შემუშავდა და გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო „ადგილობრივი თვითმმართველობა“
პროექტი დაფინანსებულია მცირე გრანტების პროგრამიდან პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ (RLD) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.