სიახლეები

მარნეულში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს

16 სექ, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყება, კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყება, კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.

სპეციალურად ამ დღისთვის, კულტურის სახლის ეზოში, სადღესასწაულო სივრცე მოეწყო, სადაც მოსული სტუმრებისთვის სხვადასხვა გასართობი სანახაობები გაიმართა.
ღონისძიებას მხიალური წამყვანი ujma და DJ FELIX–ი უძღვებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში მაყურებლის წინაშე წასრდგნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი „მარნელი“, „RED CARPET“ და თანამედროვე ცეკვის სტუდია – ფლეშმობით. 
ღონისძიებას მარნეულის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, ახალგაზრდები, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მხიარული და სახალისო ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო შთამბეჭდავი ფერადი ბოლების შოუ.

სხვა სიახლეები