სიახლეები

მარნეულში სპორტული მოედნების მოწყობა/რეაბილიტაცია დასრულდა

17 სექ, 2016

ქალაქ მარნეულში ორი სპორტული მოედნის მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. ამ ეტაპისთვის კეთილმოწყობის სამუშაოები ქალაქ მარნეულში ჯანდარის დასახლებაში და გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედნებზე დასრულდა.

ქალაქ მარნეულში ორი სპორტული მოედნის მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. 
ამ ეტაპისთვის კეთილმოწყობის სამუშაოები ქალაქ მარნეულში ჯანდარის დასახლებაში და გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედნებზე დასრულდა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო - მოედნებზე ხელოვნური საფარის მოწყობა და მოედნების შემოღობვა ლითონის კონსტრუქციებით, რომელიც შემდგომ ანტიკოროზიული ზეთის საღებავით შეიღება. ლითონის კონსტრუქციით აგრეთვე, მოეწყო მაყურებელთა ტრიბუნები.
გარდა ამისა, ორივე მოედანზე დამონტაჟდა მეტალოპლასტმასის მაღალი ხარისხის კალათბურთის ფარები, მინი ფეხბურთის კარები და ფრენბურთის ბადეები.
აღსანიშნავია, რომ მოედნების მოსარგებლეებს სპორტული მოედნებით და სავარჯიშოებით სარგებლობა არამარტო დღის საათებში, არამედ ღამის საათებშიც შეეძლებათ, რადგან მოეწყო გარე განათების პროჟექტორები.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები 2016 წლის ივნისის შუა რიცხვებში დაწყო და სექტემბერის თვეში დასრულდა, რომელთა საერთო ღირებულება 106, 200 ლარს შეადგენს. 
პროექტების დაფინანსება, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება.

სხვა სიახლეები