განცხადება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო დღეების განმავლობაში გახშირდა საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტები ისეთ ადგილებზე, რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.
შეგახსენებთ რომ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 09 აგვისტოს № 100 განკარგულებით მოაწესრიგა საკითხი საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსებისათვის ადგილების გამოყოფის თაობაზე, რომელიც გამოქვეყნებულია მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრირებულ ვებ–გვერდზე (www.marneuli.gov.ge).მუნიციპალიტეტი მოგმართავთ თხოვნით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ და წინა საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ ძალას გაითვალისწინოს აღნიშნული განცხადების შინაარსი და განცხადების გამოქვეყნებიდან 24 საათის ვადაში აღმოფხვრას სამართალდარღვევით განთავსებული პლაკატებისა და ბანერების განთავსების ფაქტები. პატივისცემით,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისადმინისტრაცია