სიახლეები

ქობულეთის ქუჩაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები აქტიურად გრძელდება

20 სექ, 2016

ქალაქ მარნეულში, ქობულეთის ქუჩის მიმდებარე მდინარე ალგეთზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრის გამაგრება მავთულბეტონის გაბიონით, რომლის საპროექტო სიგრძე 81 მეტრია. აღსანიშნავია, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოების პროცესში 8 ადამიანია დასაქმებული, აქედან 6 ადგილობრივია.

ქალაქ მარნეულში, ქობულეთის ქუჩის მიმდებარე მდინარე ალგეთზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრის გამაგრება მავთულბეტონის გაბიონით, რომლის საპროექტო სიგრძე 81 მეტრია. 
აღსანიშნავია, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოების პროცესში 8 ადამიანია დასაქმებული, აქედან 6 ადგილობრივია.

აღნიშნული პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 64,844 ლარით დაფინანსდა. 
შეგახსენებთ, რომ ქობულეთის ქუჩის მიმდებარე, მდინარე ალგეთის მარჯვენა სანაპირო ირეცხებოდა, რის შედეგადაც სანაპირო ფერდობი იშლებოდა, ფერდობის ჩამოშლა კი გამოიწვევდა უშუალოდ მიმდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად დაიგეგმა ნაპირსამაგრი სამუშაოები.

სხვა სიახლეები