სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტი –„რუსთავქალაქობის“ დღესასწაულზე

19 სექ, 2016

17 სექტემბერს, ქალაქ რუსთავში გამართულ ,,რუსთავქალაქობის' დღესასწაულის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ პავილიონებში, მარნეული მრავალფეროვნად წარსდგა, სადაც სტუმართა დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა სოფლის ნობათის გამოფენამ.

17 სექტემბერს, ქალაქ რუსთავში გამართულ ,,რუსთავქალაქობის'' დღესასწაულის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ პავილიონებში, მარნეული მრავალფეროვნად წარსდგა, სადაც სტუმართა დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა სოფლის ნობათის გამოფენამ.

გარდა ამისა, მოეწყო მუნიციპალიტეტში არსებული კულტულური მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოების, კულტურის ცენტრთან არსებული ხალხური რეწვის წრის მოსწავლეების ნახატების, ასევე სოფელ შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
ღონისძიებაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ენგურმა “ საცეკვაო ნომრები, ხოლო ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლ „იბერიამ“ სასიმღერო ნომრები წარმოადგინეს.

სხვა სიახლეები