სიახლეები

ალგეთში საბავშო ბაღის მშენებლობა დაიწყო

05 სექ, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, 150 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ორ სართულიანი შენობის აშენებას ითვალისწინებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, 150 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ორ სართულიანი შენობის აშენებას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 5 სხვადასხვა ასაკის ბავშვთა ჯგუფისა და შშმ პირთათვის ასასვლელი პანდუსებისა და ინკლუზიური საპირფარეშოების მოწყობა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია საბავშო ბაღის ტერიტორიის კეთილმოწყობა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამშენებლო/სარემონტო  სამუშაოების პროცესში 35 ადამიანი დასაქმდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება  2016 წლის ივლისის თვის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის 27 ივლისს დასრულდება, რომლის მშენებლობაც მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს; საერთო ღირებულება 631 000 ლარს შეადგენს.

სხვა სიახლეები