სიახლეები

ყიზილაჯლოში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

05 სექ, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყიზილაჯლოში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რომელიც  5 კმ-იანი გზის მოანკვეთის ორფენიანი ასფალტო ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყიზილაჯლოში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რომელიც  5 კმ-იანი გზის მოანკვეთის ორფენიანი ასფალტო ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებდა.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გზის დაგება სოფლის 8 ქუჩაზე მოხდა, ესენია: ათა თურქის ქუჩა, ათა თურქის ჩიხი №2, მოლა ფანახ ვაგიფის, ჰიდრის ზეინალოვის, მეხტი ჰუსეინის, აკაკი წერეთლის, ნოე ჟორდანიას და თაზა მაჰლას ქუჩები.
აღსანიშნავია, რომ განხორციელებული პროექტის თანადაფინანსება  „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 700  ლარით მოხდა, ხოლო 760 095 ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომლის საერთო ღირებულება 810, 795 ლარს შეადგენს.
სოფელ ყიზილაჯლოს შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 7 ივნისს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბრის თვის დასაწყისში დასრულდა.

სხვა სიახლეები