თაქალოში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 1600 გრძ/მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც აღნიშნული მონაკვეთის ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებდა.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან, სამუშაოების ღირებულების 95 %–ი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5%– ი იყო გამოყოფილი.
სოფელს თაქალოში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ივლისის თვეში დაიწო და სექტემბრის თვეში დასრულდა.