სიახლეები

ქალაქი მარნეული ეკონომიურ გარე განათებაზე გადადის

21 სექ, 2016

ქალაქ მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართელობის ინიციატივით, TN-C-S სისტემის მასშტაბური გარე განათების მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის მთავარი ფუნქცია ქალაქისთვის ხარისხიანი და ეკონომიური გარე განათების მიწოდებაა.

ენერგოდამზოგი განათების ტექნოლოგიას, მინიმუმ 10 წლიანი გარანტია აქვს და 3-ჯერ უფრო ეფექტური განათების ხარისხი.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის 30 ქუჩის განათება, ამ ეტაპისთვის კი გარე განათების მოწყობითი სამუშაოები ვაჟა ფშაველას, ივანე ბერიტაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, სმპ-ს ქუჩებზე და ჯანდარის მასივში უკვე დასრულებულია.
აღსანიშნავია, რომ 2-3 წელიწადში ე.წ. „LED“ ტიპის სანათები, რომელებიც მარნეულის ქუჩების გასანათებლად მონტაჟდება, ძველ სანათებთან შედარებით, ელექტრო ენერგიის მნიშვნელოვან ეკონომიას იძლევა. 
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სანათები მსხვრევის შემთხვევაში სრულიად არ აბინძურებს გარემოს, არამედ მისი შემადგენლობის სოდიუმის და ნატრიუმის შემცველობის დახმარებით ჰაერში მიმოიფანტება და თვალით უხილავი ხდება.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 224 239 ლარია 

სხვა სიახლეები