ალგეთში საბავშო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაგა-ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.დასაწყისისთვის, მოხდა ტერიტორიის დასუფთავება, მოხრეშვა და შენობის საძირკველის მოწყობა რკინაბეტონის სვეტებით.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაგა-ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
დასაწყისისთვის, მოხდა ტერიტორიის დასუფთავება, მოხრეშვა და შენობის საძირკველის მოწყობა რკინაბეტონის სვეტებით.
აღსანიშნავია, რომ საბავშო ბაღის მშენებლობის პროცესში დასაქმდა 35 ადამიანი.
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება 2016 წლის ივლისის თვის ბოლოს დაიწყო და ერთ წელში დასრულდება, რომლის მშენებლობაც მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს; პროექტის საერთო ღირებულება 631 000 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 5 სხვადასხვა ასაკის ბავშვთა ჯგუფისა და შშმ პირთათვის ასასვლელი პანდუსებისა და ინკლუზიური საპირფარეშოების მოწყობა. აგრეთვე მოეწყობა, როგორც საძინებელი, ასევე გასართობი ოთახები ცენტრალური გათბობის სისტემით. გარდა ამისა, გათვალისწინებულია საბავშო ბაღის ტერიტორიის კეთილმოწყობა.