სიახლეები

ღვინის კვირეულის გახსნას თელავში

23 სექ, 2016

22 სექტემბერს, ქართული ღვინის კვირეულის გახსნის აღსანიშნავად, ქ. თელავში გამართულ სახალხო ზეიმზე მიწვეულნი იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები.

22 სექტემბერს, ქართული ღვინის კვირეულის გახსნის აღსანიშნავად, ქ. თელავში გამართულ სახალხო ზეიმზე მიწვეულნი იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ფესტივალის გახსნის ცერემნიალს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ. ღონისძიებაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა/დეგუსტაციაც (ყველი, თაფლი, ჩირი, ჩაი, ხილი) გაიმართა. 
ღონისძიებაზე განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულებული ტრადიციული, ქართული მრავალხმიანი სიმღერები ქმნიდა.
აღსანიშნავია, რომ 29 სექტემბერს, ქართული ღვინის კვირეულს მარნეულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდება.
კვირეულის ფარგლებში, კულტურის სახლის სკვერში, მოეწყობა ქართული ღვინოების გამოფენა, პრეზენტაციები, დეგუსტაციები. ღონისძიებაზე მოსული სტუმრების წინაშე ასევე წარსდგებიან კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები. 
ღონისძიებებს დაესწრებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით „ქართული ღვინის დღე“ უკვე მესამე წელია აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა რეგიონში არაერთი ღონისძიება იმართება, როგორიცაა – ღვინის გამოფენა/დეგუსტაციები, პრეზენტაციები, ღვინის ტურები, კინოჩვენება და სხვა.ღონისძიების ფარგლებში გამოცხადებულია ღვინის კონკურსიც, რომლის გამარჯვებულსაც საზეიმო მიღებაზე ქართული ღვინის ორდენი გადაეცემა.
ქართული ღვინის დღე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით აღინიშნება. ღონისძიების მუდმივი პარტნიორები არიან ასოციაცია ქართული ღვინო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია.

სხვა სიახლეები