მარნეულში სახალხო თეატრების ფესტივალი გრძელდება
მარნეულის მუნიციპალიტეტში მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალი უკვე მეოთხე დღეა წარმატებით მიმდინარეობს.კულტურის სახლის სცენაზე გასული სამი დღის განმავლობაში სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს ხალხმრავალი აუდიტორიისა და მხურვალე აპლოდისმენტების გარეშე არ ჩაუვლია.
მარნეულის მუნიციპალიტეტში მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალი უკვე მეოთხე დღეა წარმატებით მიმდინარეობს.
კულტურის სახლის სცენაზე გასული სამი დღის განმავლობაში სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს ხალხმრავალი აუდიტორიისა და მხურვალე აპლოდისმენტების გარეშე არ ჩაუვლია.
სამივე დღე, თეატრის მოყვარულთა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.
კულტურის სახლის სცენაზე გათამაშდა სხვადასხვა სპექტაკლი. მარნეულელმა თეატრის მოყვარულმა საზოგადოებამ, ამ სამი დღის განმავლობაში იხილეს შემდეგი სპექტაკლები: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრის მიერ დადგმული – „ნუგზარი და მეფისტოფელი“ –(რეჟისორი– დავით წერეთელი); ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი – „სიკვდილის დღის საჩუქარი“ ( რეჟისორი – ზურაბ ხვედელიძე); საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი – „კლოუნადა“ (რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი);
დღეს, 27 სექტემბერს 18:00 საათზე კი, მაყურებლის წინაშე წარსდგება ქალაქ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრი სპექტაკლით „უჩინმაჩინის ქუდი“ (რეჟისორი – ანზორ გვაძაბია);
შეგახსენებთ, რომ სახალხო თეატრების ფესტივალის კვირეული, 24 სექტემბერს გაიხსნა. ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების რვა სახალხო თეატრი. ფესტივალს კონკურსის სახე აქვს, საიდანაც გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული და გადაეცემათ სპეციალური ჯილდოები. ფესტივლაზე წარმოდგენილ სპექტაკლებს , აფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან ნიკოლოზ წულუკიძე (თეატრ მცოდნე), ლელა ოჩიაური (ხელოვნებათ მცოდნე,ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი) და ნერონ აბულაძე(თეატრ მცოდნე).
ღონისძიება მარნეულის „კულტურის ცენტრის“ ინიციატივითა და გამგეობის მხარდაჭერით იმართება.