სიახლეები

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მე–6 სკოლაში

05 ოქტ, 2016

მარნეულის მე–6 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი დღეს უჩვეულოდ დაიწყო.

მარნეულის მე–6 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი დღეს უჩვეულოდ დაიწყო. სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ერთი დღით, სკოლის დირექციის, მასწავლებლებისა და მანდატურების ფუნქციები შეითავსეს. პედაგოგების ამპლუაში მოვლენილი მოსწავლეები, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დაკისრებულ მისიას და ჩვეული დისციპლინით ჩაატარეს დღევანდელი სასწავლო პროცესი და ასე ორიგინალურად მიულოცეს პროფესიული დღესასწაული მასწავლებლებს. დღევანდელი დღე, გამორჩეულად ლამაზი და შთამბეჭდავი იყო მე–6 სკოლისთვის. 48 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, საზეიმო ღონისძიებით გააცილეს, მრავალი თაობების აღმზრდელი, ყველასათვის საყვარელი მასწავლებელი ქალბატონი ბეღურა იმერლიშვილი. ღვაწლმოსილ მასწავლებელს, წლების მანძილზე გაწეული დაუღალავი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ლელა ახსაბაძემ, სკოლის კოლექტივის სახელით მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილმა მასწავლებლებმა, თბილი სიტყვებით და ყვავილების თაიგულით მიულოცეს დაბადების დღე, დამსახურებულ პედაგოგს ქალბატონ იზოლდა კუპატაძესაც. ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე ესწრებოდა. მან მასწავლებლებს თვითმმართველობის სახელით პროფესიული დღე მიულოცა და წარმატება უსურვა.

სხვა სიახლეები