სიახლეები

პროექტი „ქვეყნის მოვლა მობილური ინტერნეტით“ დაიწყო

06 ოქტ, 2016

პროექტი „ქვეყნის მოვლა მობილური ინტერნეტით“ დაიწყო პროექტ „ქვეყნის მოვლა მობილური ინტერნეტით“ –ს ფარგლებში ქალაქ მარნეულის ე.წ სამხედრო დასახლებაში, №4 კორპუსის მიმდებარე, დანაგვიანებული ტერიტორია დასუფთავდა.

პროექტი „ქვეყნის მოვლა მობილური ინტერნეტით“ დაიწყო პროექტ „ქვეყნის მოვლა მობილური ინტერნეტით“ –ს ფარგლებში ქალაქ მარნეულის ე.წ სამხედრო დასახლებაში, №4 კორპუსის მიმდებარე, დანაგვიანებული ტერიტორია დასუფთავდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები აქტიურად ჩაერთნენ ქვეყნის მოვლისა და დასუფთავების პროექტში, რომელიც ჯეოსელის ახალი მობილური აპლიკაციის (Movla App) საშუალებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დანაგვიანებული ადგილების აღმოჩენისა და დასუფთავების შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ფარგლებში ხდება მოქალაქეების მიერ დაბინძურებული ადგილების ამსახველი ფოტო-სურათების ატვირთვა და ელექტრონულ რუკაზე წითელი „პინი“-ის განთავსება, რომელიც შემდგომაც სუფთავდება აღნიშნული ტერიტორია, წითელი პინის გამწვანება და დასუფთავებული ტერიტორიის სურათის ატვირთვა. სწორედ ე.წ წითელი პინი, ქალაქ მარნეულის სამხედრო დასახლებაშიც გამოჩნდა, რომელზეც ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მოხდა დროული რეაგირება და დასუფთავება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ინოვაციური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით კომპანია ჯეოსელმა შექმნა მიზნად ისახავს, არამარტო შიდა ტურიზმის წახალისებას, არამედ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასაც, გარემოს მოვლის კუთხით. მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობა მიესალმება ამ პროექტში, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას და მადლობას უხდის მოქალაქე ესმა გელაშვილს აღნიშნული დანაგვიანებული ადგილის აღმოჩენისა და ინფორმაციის გავრცელებისთვის.

სხვა სიახლეები