სიახლეები

ყიზილაჯლოში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

07 ოქტ, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში შიდა გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში შიდა გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში 800 მეტრიანი გზის მონაკვეთზე, ორსაფარიანი ასფალტო ბეტონის საფარი დაიგო. საგზაო იფნრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გზა, სოფელ ყიზილაჯლოს 3 ქუჩაზეც დაიგო, ესენია: ზაქარია ფალიაშვილის, ჰაჯალი ყურბანოვის და მეგობრობის ქუჩები. აღნიშნული პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულება 119, 224 ლარია. სოფელ ყიზილაჯლოში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდა.

სხვა სიახლეები