დამიაში სასმელი წყლის მილმდენის მოწყობა მიმდინარეობს
დამიაში სასმელი წყლის მილმდენის მოწყობა მიმდინარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაში სასმელი წყლის მილმდენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
დამიაში სასმელი წყლის მილმდენის მოწყობა მიმდინარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაში სასმელი წყლის მილმდენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი წყალსაქაჩიდან რეზევუარამდე 4500 გრძივი მეტრი სიგრძის ცენტრალური მილის მოწყობას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 13 500 ლარი გამოიყო. ამ ეტაპისთვის, სამუშაოების 90% შესრულებულია და უახლოეს პერიოდში დასრულდება. პროექტის ფარგლებში 8 ადგილობრივი მოქალაქე დასაქმდა. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს პროექტის მეორე ეტაპზე, სოფელ დამიაში სასმელი წყლის შიდა დაქსელვაც განხორციელდება.