ჩეხეთის გამოცდილების გაზიარება მარნეულში
დღეს, 24 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ორგანიზაცია „Agora Central Europe”-ს მხარდაჭერით პროექტ „მოქალაქეთა ჩართულობა კომუნალური პრობლემების განხილვაში მარნეულში“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელის ორგანიზატორიც ორგანიზაცია „Agora Central Europe“ -ს ხელმძღვანელი ივანა ბურსიკოვა იყო.
დღეს, 24 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ორგანიზაცია „Agora Central Europe”-ს მხარდაჭერით პროექტ „მოქალაქეთა ჩართულობა კომუნალური პრობლემების განხილვაში მარნეულში“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელის ორგანიზატორიც ორგანიზაცია „Agora Central Europe“ -ს ხელმძღვანელი ივანა ბურსიკოვა იყო. მისი მოწვევით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისთვის და გამგეობის თანამშრომლებისთვის, ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ კუტნა-ჰორას ყოფილმა მერმა ივო შანციმ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. საინფორმაციო შეხვედრის მიზანს ჩეხი ექსპერტების მიერ ჩეხეთის რესპუბლიკის, კონკრეტულად ქალაქ კუტნა-ჰორას მუნიციპალური საქმიანობის, კომუნალური გადასახადების, ნაგვის სეპარაციის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ გამოცდილების გაზიარება წარმოადგენა. ივო შანცმა, როგორც მუნიციპალური მმართველობის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანმა პრეზენტაციის სახით ვრცლად ისაუბრა ნაგვის სეპარაციისა და კომუნალური მოსაკრებლის მოწყობის ჩეხურ მაგალითებზე; შეხვედრის ბოლოს, დამსწრე საზოგადოებას სპეციალური კითხვარიც დაურიგდათ, რომელიც კომუნალური პრობლემების მოგვარების საკითხებზე, მუნიციპალიტეტის საქმიანობას შეეხებოდა. შეხვედრის შემაჯამებელი ნაწილი ჩეხ ექსპერტებსა და მსმენელებს შორის კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა, რომელიც საქართველო-ჩეხეთის განვითარების გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებდა უშუალოდ ნაგვის სეპარაციის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია „Agora Central Europe“–ს ხელშეწყობით, ქალაქ მარნეულის ერთ–ერთ ქუჩაზე, ნაგვის სეპარირების მიზნით მოეწყობა 10 სანაგვე კონტეინერი. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ.