შეხვედრა მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ორგანიზაცია „Agora Central Europe”-ს მხარდაჭერით, პროექტ „კომუნალური პრობლემების განხილვაში მოქალაქეთა ჩართულობა“-ს ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ორგანიზაცია „Agora Central Europe”-ს მხარდაჭერით, პროექტ „კომუნალური პრობლემების განხილვაში მოქალაქეთა ჩართულობა“-ს ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობდა. ორგანიზაცია „Agora Central Europe”-ს ხელმძღვანელის ივანა ბურსიკოვას ინიციატივითა და მოწვევით თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომლებისთვის ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ კუტნა-ჰორას ყოფილმა მერმა ივო შანციმ, საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა, რომლის მიზანი - ჩეხეთის რესპუბლიკის, კონკრეტულად ქალაქ კუტნა-ჰორას მუნიციპალური საქმიანობის, კომუნალური გადასახადების, ნაგვის სეპარაციის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ გამოცდილების გაზიარება წარმოადგენა. შეხვედრის ფარგლებში, ორგანიზაცია „Agora Central Europe”-ს ხელმძღვანელმა ივანა ბურსიკოვამ წარმოადგინა პრეზენტაციაც თემაზე - მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. წარმომადგენლობითი დემოკრატიის სისტემაზე და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე აგრეთვე ვრცლად ისაუბრა ჩეხეთის ქალაქ კუტნა-ჰორას ყოფილმა მერმა და ორგანიზაცია „AGORA”-ს მოწვეულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ივო შანცმა, რომლის პრეზენტაციის თემაც საზოგადოების ინფორმირების ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა და მოქალაქეთა სამუშაო ჯგუფების შექმნის პრაქტიკა წარმოადგენდა. შეხვედრის დასასრულს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა ჩეხ ექსპერტებს გულითადი მადლობა გადაუხადა და ადგილობრივი თვითმმაღთველობის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია „Agora Central Europe“–ს ხელშეწყობით, ქალაქ მარნეულის ერთ–ერთ ქუჩაზე, ნაგვის სეპარირების მიზნით მოეწყობა 10 სანაგვე კონტეინერი. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ.