გამგეობაში მარნეულის „ახალგაზრდული იდეის“ პროგრამა შეაჯამეს
გამგეობაში მარნეულის „ახალგაზრდული იდეის“ პროგრამა შეაჯამეს დღეს, გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, მარნეულის „ახალგაზრდული იდეის“ პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც ასევე წარადგინეს პროგრამის ახალი წევრებიც.
გამგეობაში მარნეულის „ახალგაზრდული იდეის“ პროგრამა შეაჯამეს დღეს, გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, მარნეულის „ახალგაზრდული იდეის“ პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც ასევე წარადგინეს პროგრამის ახალი წევრებიც. შემაჯამებელ ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ევროპის ფონდის წარმომადგენლები, ტრენერები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროპის ფონდის „ახალგაზრდული იდეის“ პროგრამა მიზნად ისახავს 16-იდან 21 წლამდე ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას, მათში ლიდერობისა და თანამედროვე ცხოვრებისათვის სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ამჟამად საქართველოში „ახალგაზრდული იდეის“ 25 კომიტეტი ფუნქციონირებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს მარნეულის „ახალგაზრდული იდეის“ ახალ წევრებს პროგრამაში ჩართვას და უსურვებს წარმატებებს მომავალ საქმიანობაში.