სოფელ წერაქვში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რკინა ბეტონის საფარი დაიგება 1 ქუჩასა და ერთ ჩიხში, რომლის სიგრძე 430 გრძივი მეტრია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რკინა ბეტონის საფარი დაიგება 1 ქუჩასა და ერთ ჩიხში, რომლის სიგრძე 430 გრძივი მეტრია. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დასაქმდა 15 კაცი აქედან 10 ადგილობრივი. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 98 , 200 ლარი. სამუშაოები 5 ოქტომბერს დაიწყო, რომელიც დეკემბრის დასაწყისში დასრულდება . აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს სოფელ წერაქვში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები კვლავ გაგრძელდება, იგეგმება 1 კილომეტრამდე გზის დაგება.