მარნეულში პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ პრეზენტაცია გაიმართა
დღეს, მარნეულის იუსტიციის სახლის შენობაში მარნეულის რაიონული პროკურატორის ინიციატივითა და ორგანიზებით პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.
დღეს, მარნეულის იუსტიციის სახლის შენობაში მარნეულის რაიონული პროკურატორის ინიციატივითა და ორგანიზებით პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია მარნეულის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტებში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესწავლა/განხილვა , ანალიზი და პრევენციული ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული პროექტის შესახებ, ვრცლად ისაუბრეს პროექტის კორდინატორებმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორმა ნინო ცაციაშვილმა და მარნეულის რაიონულმა პროკურორმა გიორგი კაკულიამ. კონკრეტულად, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე. მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ხსენებული ადგილობრივი საბჭო პერიოდულად შეკრიბება და მუნიციპალიტეტბში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს; შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს საჭირო პრევენციული ღონისძიებებთან დაკავშირებით. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მიესალმება აღნიშნული ადგილობრივი მუდმივმოქმედი საბჭოს არსებობასა და აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავსი ტიპის ინიციატივების განხორციელებას ქვემო ქართლის რეგიონში. შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურატურის , შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის, თეთრიწყაროს და წალკის სამმართველოების წარმომადგენლები, მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლები, ასევე წალკის პრობაციის ეროვნული სააგენტოს, მარნეულის, თეთრიწყაროს და წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის, მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.