ჩეხი ექსპერტის მორიგი ვიზიტი მარნეულში
9 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს პროექტ „კომუნალური პრობლემების განხილვაში მოქალაქეთა ჩართულობა მარნეულში“-ს ფარგლებში ორგანიზაცია „Agora Central Europe”-ს ხელმძღვანელი ივანა ბურსიკოვა ესტუმრა.
9 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს პროექტ „კომუნალური პრობლემების განხილვაში მოქალაქეთა ჩართულობა მარნეულში“-ს ფარგლებში ორგანიზაცია „Agora Central Europe”-ს ხელმძღვანელი ივანა ბურსიკოვა ესტუმრა. აღნიშნული საწარმო ჩეხმა ექსპერტმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და საწარმოს დირექტორთან ერთად დაათვალიერა, გაეცნო საწარმოს მუშაობის ტექნოლოგიას, ინფრასტრუქტურულ გარემოს და განვითარების პოტენციალს. შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია „Agora Central Europe“–ს ხელშეწყობით, ქალაქ მარნეულის ერთ–ერთ ქუჩაზე, ნაგვის ნარჩენების სეპარირების მიზნით მოეწყობა 9 სანაგვე კონტეინერი. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ.