სიახლეები

სოფელ კიროვკაში სასმელი წყლის შიდა ქსელი მოეწყო

11 ნოე, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში სასმელი წყლის შიდა დაქსელვითი სამუშაოები დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სოფელში აქამდე არ არსებობდა ცენტრალიზებული სასმელი წყლის შიდა ქსელი. პროექტის ფარგლებში 12 ადამიანი დასაქმდა, აქედან 6 ადგილობრივია.
ინფრასტრუქტურული პროექტი 2016 წლის 23 აგვისტოს დაიწყო და მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს დასრულდა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 397 ლარით დაფინანსდა.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ მაგისტრალზე მომავალ წელს მოხდება ოჯახების ინდივიდუალური დაერთება, რის შემდეგაც   სასმელი წყლის მრიცხველების მონტაჟი იგეგმება.

სხვა სიახლეები