სიახლეები

ტურიზმის ინდუსტრიალიზაციაზე სემინარი ჩატარდა

10 ნოე, 2016

დღეს, 10 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველოს მხარდაჭერით ტურიზმის სფეროში და ინდუსტრიაში ჩართულ და ჩართვის მსურველებისთვის ჩატარდა სემინარი.

დღეს, 10 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველოს მხარდაჭერით ტურიზმის სფეროში და ინდუსტრიაში ჩართულ და ჩართვის მსურველებისთვის ჩატარდა სემინარი. სემინარის ფარგლებში სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველოს წარმომადგენელმა თორნიკე გაგუამ ვრცლად ისაუბრა ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და საერთაშორისო შემოსავლების სტატისტიკაზე, განთავსების საშუალებებსა და კატეგორიებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ტურიზმის და მომსახურების სფეროთი დაინტერესებული პირები და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიასა და ახალი დიოკნისის სკოლის მოსწავლეები, რომლებიც პროექტ „ახალგაზრდების ხმა ცვლილებებისა და განვითარებისთვის“ -ის ფარგლებში ამზადებენ ინიციატივებს თემაზე: სოფლის ტურიზმის განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს გააჩნია განვითარების დიდი პოტენციალი როგორც აგრო ტურიზმის ასევე სოფლის ტურიზმის მიმართულებით. შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრის მიზანს საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა, თუ რა არის სოფლის ტურიზმი, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, რა არის საოჯახო სასტუმრო, საოჯახო სასტუმროს მომსახურების ძირითადი პრინციპები და სტანდარტები, მარკეტინგული რჩევები ტურიზმის ბიზნესისათვის და რეკომენდაციები საოჯახო სასტუმრო სახლის მფლობელებისათვის. აღსანიშნავია, რომ სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს სასწავლო ტრენინგების ფორმატში სოფლის ტურიზმის განვითარების სფეროში გადაამზადოს ყველა დაინტერესებული პირი, რომელთა საქმიანობა ტურიზმის ბიზნესით შემოიფარგლება.

სხვა სიახლეები