სიახლეები

ყუდროსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

18 ნოე, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუდროსთან მისასვლელი სამი კილომეტრი  სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელიც აღნიშნული გზის მონაკვეთის მოხრეშვას ითვალისწინებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუდროსთან მისასვლელი სამი კილომეტრი  სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელიც აღნიშნული გზის მონაკვეთის მოხრეშვას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში 12 ადამიანი დასაქმდა, აქედან  ყველა ადგილობრივია.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი 2016 წლის 10 ნოემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის 6 დეკემბერს დასრულდება. პროექტისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  20000 ლარი ხოლო სოფლის პროგრამის ფარგლებში  თანადაფინანსებით 4500 ლარი გამოიყო.


სხვა სიახლეები