სიახლეები

მარნეულში ახალი საგანმანათლებლო ცენტრი „GREENWICH“ გაიხსნა

22 ნოე, 2016

დღეს, ქალაქ მარნეულში ახალი საგანმანათლებლო ცენტრი „GREENWICH“ გაიხსნა.

დღეს, ქალაქ მარნეულში ახალი საგანმანათლებლო ცენტრი „GREENWICH“ გაიხსნა. ცენტრში შემუშავებულია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც გათვლილია სკოლამდელი და სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის. აღნიშნულ ცენტრში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სტანდარტული სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული საგნების გარდა, დამატებით შეისწავლონ უცხო ენები და სხვადასხვა პროფილის საგნები. „GREENWICH”– ის გახსნის ცერემონიალს დღეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრის დამფუძვნებლები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. მარნეულში ახლად დაფუძნებული „GREENWICH”, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მოქმედი საგანმანათლებლო ცენტრის ფილიალს წარმოადგენს.

სხვა სიახლეები