სიახლეები

პოლონეთში ვიზიტი პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში

22 ნოე, 2016

პოლონეთში ვიზიტი პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარე წლის 14–19 ნოემბერს საქართველოდან პოლონეთში იმყოფებოდა დელეგაცია.

პოლონეთში ვიზიტი პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარე წლის 14–19 ნოემბერს საქართველოდან პოლონეთში იმყოფებოდა დელეგაცია. ოფიციალურ ვიზიტში მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სამი წარმომადგენელი და პროექტში ჩართული აქტიური კოორდინატორები. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას იღებდა ქ.გორის მერიის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები. ვიზიტი ითვალისწინებდა, სამუშაო შეხვედრებზე დასწრებასა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მოხდა იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხევდრა, რომლებიც პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტს“ ახორციელებს. ეს ქვეყნები კი იყვნენ მოლდოვა და უკრაინა. საქართველოსთან ერთად, მოლდოვისა და უკრაინის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს თავისი გამოცდილება და წარუდგინეს თავიანთი „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მოდელი. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელ პირებთან: ვარშავის მერის მოადგილე (ქალაქის მდივანი) მარჩინომ ვოიდატთან, სოციალური კომუნიკაციების ცენტრის დირექტორთან კშიშტოფ მიკოლაევსკისთან, ასევე მოეწყო შეხვედრა „კრეატიული ცენტრის“ დირექტორთან და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოქალაქეების ჩართულობის ხელშეწყობაში. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასწავლო ვიზიტის მონაწილეები უშუალოდ ადგილზევე გაეცვნენ, თუ როგორ ხორციელდება სამოქალაქო ბიუჯეტი ქ.ვარშავაში, რა სიახლეები და სირთულები ახლავს მის განხორციელებას. ასევე, მონაწილეები გაეცვნენ ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებს, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეების ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში. სამუშაო შეხვედრები ითვალისწინებდა დისკუსიებს, პრაქტიკულ დავალებებს და თეორიული ცოდნის მიღებას. 17–19 ნოემბერი კი დაეთმო საერთაშორისო კონფერენციას „მონაწილეობის კულტურა“, რომელიც ქ.ვარშავაში მულტიკულტურულ ცენტრში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია წარიმართა არატრადიციულ ფორმატში.კონფერენციის მონაწილეები გადანაწილდნენ სხვადასხვა თემატურ ჯგუფში, რომელიც აერთიანებდა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ჯგუფს, არქიტექტორებს, ხელოვანებს, პედაგოგებს და უბრალოდ აქტიურ მოქალაქეებს. კონფერენციის მიმდინარეობისას თითოელ ჯგუფს უნდა მოემზადებინა თავისი თემისადმი დამახასიათებელი კუთხე, მინი პროექტი, პრეზენტაცია – წარედგინა იდეა და თემა. პირველი დღე დაეთმო „იდეების ბაზრის“ გახსნას, მომდევნო ორი დღე კი – თემატურ ჯგუფებში მუშაობას და იდეის დახვეწას, რომელიც შესაძლებელია დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში რეალურ პროექტად იქცეს. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე წარმოთქმული იდეებიდან შეიქმნება წიგნი „Everyday Utopias”, რომლის ავტორიც შესაძლებელია გახდეს კონფერენციის ნებისმიერი მონაწილე. წიგნი დაყოფილი იქნება სამ ძირითად ნაწილად, რომელიც პარაქტიკული სახელმძღვანელო გახდება აქტიური ადამიანებისთვის, პედაგოგებისა და პოლიტიკოსებითსვის. იგეგმება წიგნის დიდი ტირაჟით გამოცემა, რომელიც გავრცელდება მსოფლიოს ყველა კუთხეში. პოლონეთში ვიზიტი განხორციელდა პოლონური ორგანიზაცია „სხვა სივრცის“ („Fundacja Inna Przestrzeń“) ოფოცოალური მიწვევითა და ორგანიზებით. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „სხვა სივრცე“, მარნეულის მუნიციპალიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს და ერთად სხვადასხვა პროექტს ახორციელბს, როგორიც არის ფესტივალი „ერთიანი კავკასია“(“ONE CAUCASUS“) და „სამოქალაქო ბიუჯეტი“.

სხვა სიახლეები