გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მარნეულში
23 ნოემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს.
23 ნოემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღეს, ყველა მოქმედ ტაძარში წირვა–ლოცვა აღევლინა. მარნეულში წმინდა გიორგის სახელობის, ახლად რესტავრირებულ ტაძარში, საზეიმო წირვა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ აღავლინა. გიორგობის წირვას მრევლი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ შეკრებილი მრევლი დალოცა და წმინდა გიორგის ცხოვრების შესახებ იქადაგა . ქართველთა უდიდეს წმინდანს, წმიდა გიორგის, ქართული ეკლესია წელიწადში ორჯერ მიაგებს პატივს. 23 ნოემბერს (ძვ. სტილით 10 ნოემბერს) მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს (ძვ.სტილით 23 აპრილს) კი წმიდა გიორგის თავის კვეთას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს.