აღმამედლოში შიდა გზების მოასფალტება დაიწყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში შიდა გზებზე, 890 მეტრი სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება დაიწყო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში შიდა გზებზე, 890 მეტრი სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება დაიწყო.
აღნიშნულ სოფელში, დღემდე არ არსებობდა ასფალტ-ბეტონის გზა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერის შუა რიცხვებში დასრულდება, რომლის ფარგლებშიც 15 ადგილობრივი ადამიანი დასაქმდა.
ინფრასტრუქტურული პროექტისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 159 797 ლარი გამოიყო.