სიახლეები

გამგებელი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს შეხვდა

25 ნოე, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ თოფჩიშვილი, „საქართველოს ყრუთა კავშირისა“  და  „საქართველოს უსინათლოთა“ კავშირის მარნეულის  ფილიალის  წარმომადგენლებს  შეხვდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ თოფჩიშვილი, „საქართველოს ყრუთა კავშირისა“  და  „საქართველოს უსინათლოთა“ კავშირის მარნეულის  ფილიალის  წარმომადგენლებს  შეხვდა.
აღნიშნული შეხვედრა, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  დღეს  გაიმართა, რომლის მიზანი იყო  მათი  პრობლემისა და  საჭიროებების გამოვლენა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა,  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფის 2014–2016 წლების სამოქმედო გეგმა“–ს ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში,  გატარებული  ღონისძიებები მიმოიხილა.
დამსწერე საზოგადოებას, სოციალური სააგენტოს მარნეულის რაიონული  განყოფილების უფროსმა მამუკა შუბითიძემ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის პროგრამა წარუდგინა და ამ პროგრამაში ჩართვისთვის  საჭირო პროცედურების გააცნო.
მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის  მიერ,  შეხვედრაზე მოეწყო სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სერვისების პრეზენტაციაც.
შეხვედრის მეორე ნაწილი, კითხვა–პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც თოთოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვა და მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები მუნიციპალიტეტის გამგებლისგან მოესმინათ.

სხვა სიახლეები