სიახლეები

მარნეულში სისხლის უანგარო დონორთა აქცია გაიმართა

25 ნოე, 2016

დღეს, 26 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის სისხლის ბანკის მიერ ორგანიზებულ სისხლის უანგარო დონორთა მორიგ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

აქციის სახელწოდებით „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“ ფარგლებში სისხლის ჩაბარება მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მთელი დღის გნამავლობაში მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ სისხლის უანგაროდ გაცემის აქციაში მარნეულის მუნიციპალიტეტი ყოველთვის აქტიურადაა ჩართული, რითიც ძალიან ბევრი სიცოცხლის შენარჩუნებასა და გახანგრძლივებაში შეაქვს საკუთარი წვლილი.

სხვა სიახლეები