სიახლეები

შაუმიანში ქალთა პრობლემების გამოსავლენად შეხვედრა გაიმართა

25 ნოე, 2016

შაუმიანში ქალთა პრობლემების გამოსავლენად სამუშაო შეხვედრა გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით სოფელ შაუმიანში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებისა და პრობლემების გამოსავლენად სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შაუმიანში ქალთა პრობლემების გამოსავლენად სამუშაო შეხვედრა გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით სოფელ შაუმიანში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებისა და პრობლემების გამოსავლენად სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობას ადგილობრივად მცხოვრები აქტიური ქალბატონები იღებდნენ, სადაც ყურადღება გამახვილა გენდერის თემაზე და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით გაწეულ სამუშაოებზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის აუცილებლობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, რომლის საუკეთესო მაგალითად მოყვანილი იქნა პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი“, რომელიც ორი წელია მუნიციპალიტეტში წარმატებით ხორციელდება და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებისა და ხარჯვის პროცესში მოქალაქეების ინტერესების გამოხატვის საშუალებას იძლევა.

 

 

 

სხვა სიახლეები