სიახლეები

მარნეულში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

27 ნოე, 2016

25 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევა – კონსულტაციები ჩატარდა.

25 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევა – კონსულტაციები ჩატარდა.
აქციის ფარგლებში, დილიდან მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას მარნეულის „ჯეო–ჰოსპიტალსში“ უსასყიდლოდ მოემსახურნენ სამედიცინო კვლევითი ცენტრის შპს „სისტოლა“–სა და კარდიო ცენტრი ექსპრესის ექიმები, სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა – ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, ექოსკოპისტი და სხვა.
აქციას ადგილზე აკვირდებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები.
აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებით 200 მოქალაქემ ისარგებლა.

სხვა სიახლეები