სიახლეები

გამგეობაში სათემო საჭიროებები განიხილეს

30 ნოე, 2016

დღეს, მუნიციპალიტეტის გამგეობაში  ფონდი ტასო – სა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთოვლივი ორგანიზებით, „თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა სოციალური (გენდერული) ბიუჯეტირებისათვის“  საკითხზე შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა.

სამუშაო შეხვედრის მიზანს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის კომიტეტის მიერ გამოვლენილი სათემო საჭიროებების განხილვა  და გადაჭრის გზების  დასახვა წარმოადგენდა.
შეხვედრას  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგეობის სამსახურის უფროსები, თანამშრომლები, საკრებულოს წარმომადგენლები, ორგანიზაციის წევრები და თემით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
მრგავლი მაგიდის ფარგლებში,  ამ ეტაპზე,  განხილულ იქნა ოთხი  სოფლის –  ბრდაზორის, ცოფის, გიულბახისა და ხოჯორნის პრობლემები, სადაც წამოჭრილი საკითხებისა და მისი მოგვარების აუცილებლობაზე, შეხვედრის მონაწილეებმა  ერთობლივად იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ  მსგავსი ფორმატის შეხვედრები წელიწადში ერთხელ იმართება, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის  გააქტიურება, რათა მათ ეფექტურად შეძლონ თემის პრობლემების მოგვარება ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობის გზით.

სხვა სიახლეები