შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ
დღეს, 1 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სოფელ საიმერლოსა და სოფელ ჯანდარში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ლაურა ზარნაძესა და ნიჯათ მამედოვს სამედიცინო ელტები გადასცა.

მათ ოჯახებში თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი, გამგებლის მოადგილე ქამანდარ ისმაილოვი და ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი დავით აროშიძე ეწვივნენ და ეტლები პირადად გადასცეს.