სიახლეები

აღმამედლოში შიდა გზების მოასფალტება დასრულდა

02 დეკ, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი 2016 წლის ნოემბერში დაიწყო, რომელიც 890 მეტრი სიგრძის მონაკვეთის და ცენტრში არსებული მოედნის მოასფალტებას ითვალისწინებდა. აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 159 797 ლარით დაფინანსდა.
აღსანიშნავია, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში 20 ადგილობრივი ადამიანი დასაქმდა.

სხვა სიახლეები